კატისებრი ლემური

(Lemur catta)


ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს.  აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშანავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. ლემურები ყოველ დილას ამომავალ მზეს ეფიცხებიან და ამ დროს ძალიან ჰგვანან მედიტაციაში მყოფ ადამიანებს. სოციალური ცხოველები არიან და ჯგუფებად ცხოვრობენ. ჯგუფის ლიდერი ყოველთვის მდედრია. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია.


ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა: საფრთხეში მყოფი