ზოოპარკის ახალი ბინადრები
20/04/2014
ზოოპარკში ახალი ბინადრები გვყავს. რამდენიმე დღის წინ, თბილისში ერევნის ზოოპარკიდან წყვილი ნიამორი და ფური ხალებიანი ირემი ჩამოვიდა. ნიამორები ჩვენი ევროპული შველის გვერდით, ირემი კი მამრ ხალებიან ირემთან დავასახლეთ. სამომავლოდ ირმების შეწყვილება იგეგმება.
 
ნიამორი შინაური თხის ერთ–ერთ წინაპარ სახეობად ითვლება. გავრცელებულია საბერძნეთის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანსა და კავკასიაში. რაც შეეხება ხალებიან ირემს: ადრე ეს სახეობა გავრცელებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ვიეტნამში, კორეაში, იაპონიაში, შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში. XX საუკუნის 30-იან წლებში შეყვანილ იქნა რუსეთის ევროპულ ნაწილსა და კავკასიაში. XX საუკუნის საუკუნის დასაწყისში ამ სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა ნადირობის გამო.