თბილისის ზოოპარკში ისევ მატებაა: ჩვენს „ბაგა-ბაღს“ ახალი აღსაზრდელი – პატარა კატისებრი ლემური შეემატა. ამაყი დედა მშვენიერ ხასიათზეა, დაქრის ვოლიერში და გულზე მიხუტებულ ციცქნასაც თან დაატარებს. დედას ჩაფრენილ ახალშობილს ვოლიერის ბინადარი სხვა მდედრი ლემურებიც თავს ევლებიან.
მადაგასკარზე მცხოვრები კატისებრი ლემურები სოციალური ცხოველები არიან და 20–30 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობენ. ჯგუფში მკაცრი იერარქიაა დაცული. ლიდერები ძირითადად მდედრები არიან. ისინი ირჩევენ საკვებსა და მეწყვილეს. სხვა ლემურებთან შედარებით კატისებრი ლემურების პოპულაცია უფრო მრავალრიცხოვანია, თუმცა, ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაშანების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სიაში მაინც შეიყვანა, რადგან მათი რაოდენობა ამჟამად მცირდება