თბილისის ზოოპარკში ნიამორი დაიბადა
01/06/2014
ზოოპარკში მატებაა! რამდენიმე თვის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოყვანილ ნიამორებს ციკანი შეეძინათ. პატარა ჯანმრთელია და ყურადღებიანი დედის მეთვალყურეობის ქვეშ ხალისიანად დასეირნობს ვოლიერში.
 
ნიამორების გამრავლება ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ზოოპარკისთვის. დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ამ სახეობის მეტად მცირე რაოდენობაა შემორჩენილი და სულ მალე შესაძლოა საერთოდ გაქრეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ციკნის დაბადება ერთგვარი იმედია კავკასიონზე ნიამორების შენარჩუნებისა.