თბილისის ზოოპარკის ბინადარი შველი ბუნებას დაუბრუნდა
11/06/2014
10 ივნისს თბილისის ზოოპარკის ბინადარი ევროპული შველი თავის ბუნებრივ საარსებო გარემოს დაუბრუნდა. ცხოველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ მოგვიყვანა; იმერეთის ერთ-ერთი სოფლის ორღობეში ეპოვათ, ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ძალიან შეშინებული იყო და ვერ დადიოდა. ჩვენი ვეტექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შველმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, სრულიად გამოჯანმრთელდა და მისი გაშვების დროც დადგა. ცხოველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დახმარებით თბილისის ეროვნულ პარკში გავუშვით.
 
საქართველოში შველი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია.