თბილისის ზოოპარკში შვლის ნუკრი მოიყვანეს
14/06/2014

13 ივნისს თბილისის ზოოპარკში შვლის ნუკრი მოიყვანეს, რომელიც თიანეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ბავშვმა იპოვა ტყის პირას. სავარაუდოდ, ნუკრის დედა მონადირეებმა იმსხვერპლეს. ამჟამად მას ჩვენი ძიძა კვებავს საწოვარადან. ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, თანაც შეშინებულია და დასუსტებული. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ნუკრი მალე მოძლიერდება. ცოტა რომ წამოიზრდება ცხოველის თავის ბუნებრივ საარსებო გარემოშო დაბრუნებას ვეცდებით.