სამეფო პითონი – ჩვენი ახალი ბინადარი
05/08/2014

რამდენიმე დღის წინ ახალი, მდედრი სამეფო პითონი ჩამოგვივიდა, რომელსაც ჩვენი ეგზოტარიუმის ბინადარი ჩვეულებრივი, მამრი სამეფო პითონისგან უფრო საინტერესო ორნამენტი გამოარჩევს. ის სპეციალურად გამოყვანილი „ეგზემპლარია“, ე.წ. „პასელი“ (ფოტოზე მარცხენა). ამგვარი სამეფო პითონები კოლექციონერებს სელექციის შედეგად გამოჰყავთ, რომ მოხატულობა ჰქონდეთ მეტად ლამაზი და განსაკუთრებული.