თბილისის ზოოპარკში ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება!
28/10/2014
4 ოქტომბერს მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღისთვის თბილისის ზოოპარკში ბევრ სახალისო ღონისძიებას გიმზადებთ:
 
პროგრამა:

12:00 – „ღია კარის დღე“ ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში;
15:00 – თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ბატის  ჭუკი“;
15:00 – ე. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
16:00 – გამოფენის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია;
16:30 – „ქუჩის თეატრის“ გასართობი პროგრამა: ოჩოფეხებისა და ანიმაციური ფილმების გმირების კოსტიუმირებული კარნავალი, თამაშები, ვიქტორინები, ილუზიონისტის ნომრები.
 
ღონისძიების მხარდამჭერები არიან კომპანიები: "ორიფლეიმ ჯორჯია" და "ბარამბო".

გელით ყველას!