ფარშავანგი

(Pavo cristatus)


მამალი ფარშავანგი დედლისგან მკვეთრი შეფერილობითა და გრძელი ბოლოთი გამოირჩევა, რომელსაც გამრავლების პერიოდში მარაოსავით შლის. რაც უფრო ლამაზადაა ბოლო მოხატული, მით უფრო წარმატებულია მამალი დედლებში. იკვებება მწერებით, ხილით, მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ქვეწარმავლებით. წიწილების გამოჩეკასა და გაზრდაში მხოლოდ დედალი მონაწილეობს. ფარშავანგის სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 23 წელია.