ხონთქრის ქათამი

(Porphyrio porphyrio)

 

ხონთქრის ქათამი წყალსატევებთან ახლოს ბინადრობს. საცხოვრებლად ირჩევს წყლის მცენარეებით დაფარულ, წყალმარჩხ, დაჭაობებულ ნაპირებს. იკვებება მცენარეების თესლებით, კენკრით, მწერებით, ჭიაყელებით, მოლუსკებითა და  თავკომბალებით. საინტერესოა, რომ მამრი ხონთქრის ქათამი რამდენიმე ბუდეს აშენებს. ერთს – კვერცხებისთვის, მეორეს – წიწილებისთვის. საბოლოოდ კი იმ ადგილას სახლდება, სადაც ბევრი საკვებია.