ჰამადრილი

(Papio hamadryas)


ჰამადრილები სოციალური ცხოველები არიან და ცხოვრობენ ჯგუფებად, რომლებშიც რთული იერარქიაა: ჯგუფს მკაცრად განაგებს წამყვანი მამრი. ცალკეული ჯგუფები კლანებად ერთიანდებიან, კლანები კი დიდ რაზმებად. რაზმში ინდივიდთა რაოდენობა 200-მდე აღწევს. ამგვარი მრავალრიცხოვანი გაერთიანება ზრდის მტაცებლებისგან თავდაცვის ეფექტიანობას და ამარტივებს საკვების მოპოვებას. ჰამადრილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 37 წელია.