თეთრი ლომი

(Panthera leo)


თეთრი ლომი ალბინოსი არ არის. ის ლეიცისტია, რაც შეფერილობაში პიგმენტის ნაკლებობას გულისხმობს და არა სრულ სითეთრეს. ისტორიულად თეთრი ლომი მხოლოდ აფრიკაში, ტიმბავატის რეგიონში იყო გავრცელებული. მისი არსებობა ოფიციალურად 1938 წელს დადასტურდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში თეთრი ლომის მიმართ ინტერესი ევროპელ მონადირეთა შორის გაიზარდა და ლომების დიდი ნაწილი უმოწყალო ნადირობას ემსხვერპლა. დღეს ამ ცხოველის ბუნებაში ნახვა თითქმის შეუძლებელია.