ველის არწივი

(Aquila nipalensis)


ველის არწივები მარტო, ან წყვილებად ცხოვრობენ. ცენტრალურ აზიაში მობუდარი არწივები გამოსაზამთრებლად ინდოეთში მიგრირებენ, ევროპაში მობუდარი არწივები კი – აფრიკაში. ველის არწივი ნადირობს მცირე ზომის ძუძუმწოვრებზე, თუმცა ზამთარში ძირითადად ლეშით იკვებება. აშენებს 1 მეტრამდე სიგანის ბუდეს. საშენ მასალად ტოტების გარდა ძონძებსა და აქლემის ექსკრემენტებს იყენებს. როგორც წესი, ბუდეს მიწაზე, იმგვარ ადგილას აგებს, საიდანაც უკეთ აკონტროლებს გარემოს.