ჩვენი მიზანია, განათლებითა და კონსერვაციული საქმიანობით, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ველური ბუნების დაცვაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი სახეობების აღდგენა.

საინტერესო შემეცნებით-გასართობი სივრცის შექმნით, ვცდილობთ, საზოგადოებას გავაცნოთ და შევაყვაროთ მსოფლიო ფაუნის წარმომადგენლები.