ბუნება საუკეთესო სასწავლო გარემოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ცოცხალ ბუნებასთან კონტაქტი ხელს უწყობს მათი ფსიქოემოციური, ფიზიკური, კოგნიტური მდგომარეობის გაუმჯობესებას; ეხმარება გარესამყაროს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებისა და სწორი ქცევის ჩამოყალიბებაში. 


თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ ინტერაქტიურ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისთვის: 


• ზოგადი ექსკურსია: „ცხოველთა სამყარო“;

• თემატური ტური ახალ ზოოპარკში: „კავკასიის ცხოველთა სამყარო“;

• თემატური ტური: „შეეხე და ისაუბრე“; 

• თემატური ტური: „ჩვენ ცხოველები ვართ“; 

• თემატური ტური: „კვებითი ჯაჭვი“;  

• თემატური ტური: „ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრები“; 

• თემატური ტური: „პრიმატები“; 

• თემატური ტური: „დიდი კატები“. 


პროგრამის ზოგადი აღწერა: 


შემეცნებითი ტურების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ზოოპარკის ბინადრებს, მათ ქცევასა და ადაპტაციის თავისებურებებს, საცხოვრებელ გარემოს, მათ როლს ადამიანის ცხოვრებაში. მიღებული ინფორმაციის აღქმისა და გაანალიზებისთვის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება ასაკის შესაბამისი აქტივობები. ზოგიერთი პროგრამა მოიცავს ცხოველების გარემოს გამდიდრებასა და მათ გამოკვებას. ტურებს უძღვებიან  ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის  თანამშრომლები.


ხანგრძლივობა: 1-დან 2 საათამდე (პროგრამის მიხედვით).


ჯგუფების თანმხლები პედაგოგები თანხას არ იხდიან.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მონაწილეობა უფასოა.

ზოგადი ექსკურსია ტარდება მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 

თემატური ტურები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, მონაცვლეობით.

შემეცნებით ტურებში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია ერთი კვირით ადრე. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ტელეფონით, ისე ელფოსტით.


ტელ.: (+995 32) 2131088

ელფოსტა: education@zoo.ge


ტურების მოკლე აღწერა: