ჩვენი მარტივი წესები დაგეხმარებათ საინტერესოდ, სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გაატაროთ დრო ზოოპარკში!
ზოოპარკში აკრძალულია:
•    ვოლიერების დამცავ ბარიერებზე გადასვლა;
•    ვოლიერებთან მიახლოება;
•    ვოლიერებში საგნების სროლა, შუშებზე კაკუნი;
•    ცხოველების შეწუხება და გაღიზიანება;
•    ცხოველების გამოკვება;
•    თანამშრომელთა სამუშაო სივრცეში შესვლა;
•    ტერიტორიის დანაგვიანება;
•    მოწევა; 
•    ველოსიპედით, გორგოლაჭებით, სკეიტბორდით, სკუტერითა და ჰოვერბორდით გადაადგილება;
•    შინაური ცხოველების შემოყვანა;
•    ალკოჰოლური სასმელების მიღება და არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
•    ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
•    პიროტექნიკისა და აალებადი ნივთიერებების შემოტანა;
•    სარეკლამო მასალების უნებართვოდ გავრცელება;
•    უნებართვო კომერციული ფოტო და ვიდეოგადაღება.
ზოოპარკი უფლებამოსილია, წესების დამრღვევს დაატოვებინოს ტერიტორია, ან გამოიძახოს პოლიცია.
ზოოპარკი არ არის პასუხისმგებელი დამთვალიერებლის მხრიდან წესების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.
ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეოკონტროლი.