ორბი

(Gyps fulvus)


ორბი მთიან ადგილებში, ციცაბო და მიუვალ კლდეებზე ბუდობს. სხვა ლეშისმჭამელი ფრინველების, სვავებისა და კონდორების მსგავსად, თავი და კისერი მელოტი აქვს, რათა მძორის ჭამის დროს ნაკლებად დაუბინძურდეს ბუმბული. გარდა ამისა, ეს თავისებურება ხელს უწყობს ორგანიზმის თერმორეგულაციას ექსტრემალურ პირობებში – უკიდურეს სიცხესა და სიცივეში. ორბის სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 41 წლამდე აღწევს.