მთის არწივი

(Aquila chrysaetos) 


საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის მთის არწივი ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 1,8-2,2 მეტრია. მთის არწივი მონოგამი ფრინველია. წყვილი მთელ ცხოვრებას ერთად ატარებს. საკვების მოპოვებასა და მართვეების გაზრდაზე მდედრი და მამრი თანაბრად ზრუნავენ. ცნობილია, რომ მთის არწივს მსხვერპლზე თავდასხმისას 241 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება და თავის წონაზე მძიმე ცხოველის ჰაერში ატაცება შეუძლია.


საქართველოს წითელი ნუსხა: მოწყვლადი