უსურიის ვეფხვი

(Panthera tigris altaica)


ვეფხვის 9 ქვესახეობას შორის უსურიის ვეფხვი ყველაზე დიდი და ყველაზე მცირერიცხოვანია. ზრდასრული მამრის წონა 320 კგ-ს აღწევს, ხოლო მდედრის – 100-167 კგ-ს. ზომის გარდა ღია შეფერილობითაც გამოირჩევა. ნადირობს დიდ და მცირე ზომის ჩლიქოსნებზე. ბუნებაში 8-10, ხოლო ტყვეობაში 16-20 წელი ცოცხლობს.


ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხა: საფრთხეში მყოფი