მურა დათვი

(Ursus arctos)


საქართველოში მურა დათვი ყველაზე დიდი მტაცებელია. ზოგადად, დათვის წონა, ზომა და შეფერილობა მისი საბინადრო არეალის კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. დათვის წონა საშუალოდ 80-დან 600 კგ-მდე მერყეობს. განსხვავებულია რაციონი და ზამთრის ძილის ხანგრძლივობაც. დიდი ზომის მიუხედავად, საქართველოში დათვი უპირატესობას მცენარეულ საკვებს ანიჭებს, ხოლო ჩრდილოეთის სარტყელში – ცხოველურს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წელია.