რუხი მგელი

(Canis lupus)


მგლებს თავისებური სოციალური სისტემა აქვთ: ისინი საშუალოდ 6-8 წევრისგან შემდგარ ხროვებად ცხოვრობენ, სადაც მკაცრი იერარქიაა გაბატონებული. ჯგუფის სათავეში დომინანტი წყვილია. წყვილი ძირითადად სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის ერთგული რჩება. კავშირი ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე გრძელდება. მგლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წელია.