თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად

თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების _ კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. ამ რთული და ძვირადღირებული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზე.   


ერთად ვაჩუქოთ მომავალი ცხოველებს! დავეხმაროთ გადარჩენაში!