ბუნება საუკეთესო სასწავლო გარემოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ცოცხალ ბუნებასთან კონტაქტი ხელს უწყობს მათი ფსიქოემოციური, ფიზიკური, კოგნიტური მდგომარეობის გაუმჯობესებას; ეხმარება გარესამყაროს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებისა და სწორი ქცევის ჩამოყალიბებაში. 


თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ ინტერაქტიურ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისთვის.


პროგრამის ზოგადი აღწერა: 


შემეცნებითი ტურების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ზოოპარკის ბინადრებს, მათ ქცევასა და ადაპტაციის თავისებურებებს, საცხოვრებელ გარემოს, მათ როლს ადამიანის ცხოვრებაში. მიღებული ინფორმაციის აღქმისა და გაანალიზებისთვის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება ასაკის შესაბამისი აქტივობები. ზოგიერთი პროგრამა მოიცავს ცხოველების გარემოს გამდიდრებასა და მათ გამოკვებას. ტურებს უძღვებიან  ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის  თანამშრომლები.


პროგრამების  აღწერა:


1. ტური „ცხოველთა სამყარო“
ტურის აღწერა: ტურის ფარგლებში თქვენ გაეცნობით ზოოპარკის ბინადარ
ცხოველებს. მოისმენთ მათ შესახებ საინტერესო ფაქტებს.
  •  საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებსა და დაწყებითი სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს გადავცემთ გასაფერადებლებ „ზოოპარკის ცხოველები“ სკოლაში გამოფენის მოსაწყობად.
  • დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მე-3 კლასიდან ზემოთ ტურის ბოლოსვთავაზობთ აქტივობას „შეეხე და ისაუბრე“.
ასაკი: საბავშვო ბაღის, სასკოლო მზაობის ასაკის აღსაზრდელებისთვის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

ტურის ხანგრძლივობა: 1.5 - 2 საათი.

ტურების ჩატარების განრიგი: ყოველდღე შაბათ-კვირის და ოფიციალური უქმეებისგარდა. ჯგუფის წევრების რაოდენობა: 20-25 მოსწავლე

ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა: 20-25 მოსწავლე


2. ტური „ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველები“
ტურის აღწერა: ცხოველების (სპილოს, მარტორქის და ბეჰემოთის) მონახულება, საინტერესო ფაქტებისა და პერსონალური ისტორიების მოსმენა.
  • ბეჰემოთის კვებაზე დასწრება
  •  თამაში: „რად უნდა სპილოს ხორთუმი?!''
ასაკი: საბავშვო ბაღის, სასკოლო მზაობის ასაკის აღსაზრდელებისთვის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტურის ხანგრძლივობა: 40 წთ
ტურების ჩატარების განრიგი: ყოველდღე შაბათ-კვირის და ოფიციალური უქმეებისგარდა.
ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა: 20-25 მოსწავლე


3. ტური „გველი არის მეგობარი“
ტურის აღწერა:
  • ეგზოტარიუმში ცხოველების ნახვა.
  • საინტერესო ფაქტებისა და პერსონალური ინფორმაციის მოსმენა ( გიურზას ,ცხირრქოსანი გველგესლას და ოთხზოლიანი მცურავის, ანუ საქართველპში გავრცელებული გველების შესახებ).
  • გველის შეხება და ხელში დაჭერა

ასაკი: საბავშვო ბაღის, სასკოლო მზაობის ასაკის აღსაზრდელებისთვის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტურის ხანგრძლივობა: 40 წთ.
ტურების ჩატარების განრიგი: კვირაში ერთი დღე, მხოლოდ ორშაბათი
ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა: 20-25 მოსწავლე



4. ტური „საქართველოს ლეშიჭამია ფრინველები“
ტურის აღწერა:
  • პროგრამის განმავლობაში მოისმენთ ინფორმაციას საქართველოს ლეშისმჭამელი ფრინველების - ორბის, სვავის, ფასკუნჯისა დაბატკანძერის შესახებ.
  • დაესწრებით კვების პროცესს.
  • გაეცნობით მათ პირად ისტორიებს განყოფილების კურატორისგან.

ასაკი: საბავშვო ბაღის, სასკოლო მზაობის ასაკის აღსაზრდელებისთვის, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტურის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
ტურების ჩატარების განრიგი: ტურები გაიმართება 2024 წლის აპრილში. კვირაში 2-ჯერ. დღეში ჩატარდება მხოლოდ ერთი ტური. ზუსტ თარიღებს გამოვაცხადებთ იმავე წლის თებერვალში.
ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა: 20-25 მოსწავლე


ტურების ღირებულება:

  • 12 წლამდე: 5 ლარი
  • 12 წლიდან ზემოთ: 8 ლარი
  • პედაგოგი უფასოა
  • თანხა მოიცავს ზოოპარკში შემოსვლის ღირებულებას.
ტურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი (1 კვირით ადრე) რეგისტრაცია ტელეფონით, ან მეილის საშუალებით.(იხილეთ საკონტაქტოინფორმაცია).

რეგისტრაციისთვის დარეკეთ, ან მოგვწერეთ:

თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი
ტელ: 595 90 67 90
ელფოსტა: education@zoo.ge

დასარეგისტრირებლად წარმოადგინეთ შემდეგი ინფორმაცია:
  • ასაკი
  • კლასი
  • პროგრამა
  • საკონტაქტო ინფორმაცია