ზოოპარკში იაგუარები დაიბადნენ
13/04/2013

იდევ ერთი ძალიან სასიამოვნო სიახლე: დღეს, გამთენიისას, ჩვენმა იაგუარმა ანაკაომამ, უკვე მეორედ, 3 ბოკვერი დაბადა. მათგან 2 შავია და 1ჭრელი. სქესი ჯერჯერობით არ ვიცით. პატარები ჯანსაღად გამოიყურებიან და დედასთან ერთად არიან, რომელიც მათ ყურადღებას არ აკლებს. იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება და სამივე პატარა დიდი და ლამაზი იაგუარი დადგება.

 
ფოტოების გადაღება ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან მაქსიმალურად ვერიდებით მათ შეწუხებას.