მატება თბილისის ზოოპარკში
30/01/2014
თბილისის ზოოპარკში კამერუნის თხების 20-მდე ციკანი დაიბადა. პატარები დედებთან ერთად ღია ვოლიერში იმყოფებიან და მათი მონახულება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი.

კამერუნის თხა მოშინაურებული თხის ერთ-ერთი ჯიშია. ჩვეულებრივ შინაურ თხასთან შედარებით მომცრო ზომისაა და ამიტომაც მიიქცია თავის დროზე მეზღვაურების ყურადღება – პატარა თხა ხომალდზე დიდ ადგილს არ იკავებდა. ამ გზით კამერუნის თხა ძალიან მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.