„იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბი პატარა ზებრას მფარველი გახდა
01/02/2014
ტურინის „იუვენტუსის“ ქართულმა ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკის ბინადარი ახალდაბადებული ზებრას პატრონაჟი ითავა, რაც ცხოველის კვებისა და მოვლის ხარჯების საკუთარ თავზე აღებას გულისხმობს. ზებრას მფარველობა მისი შეფერილობით იყო განპირობებული – შავ-თეთრი, ზოლებიანი ცხოველი იტალიური საფეხბურთო კლუბის ფერებთან ასოცირდება.  ქართველი ფანები იმედოვნებენ, რომ პატარა ზებრა, „იუვენტუსის“ ცოცხალი სიმბოლო კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მათ საყვარელ საფეხბურთო კლუბს, განსაკუთრებით ბავშვებში.
 
ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა თბილისის ზოოპარკიც და ფანკლუბს სხვა პრივილეგიებთან ერთად პატარა ზებრასთვის სახელის დარქმევის ექსკლუზიური უფლებაც გადასცა.