სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“
10/03/2014
თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების საყურადღებოდ!
 
2014 წლის 20-23 მაისს, მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში  ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.


კონფერენციის მიზანია:
 
• მოზარდთა ეკოლოგიური განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება, ინფორმირება და ჩართულობა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში; 
• მოზარდებში დადებითი, კეთილშობილური ქცევის სტიმულირება ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლების მიმართ;
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
 
1. წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი, კონფერენციის სახელწოდებიდან გამომდინარე, უნდა ეხებოდეს ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს, მათ ქცევას, ადამიანისა და ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებას, ეკოლოგიურ პრობლემებს;

2. მონაწილეთა ასაკი: საშუალო სკოლის V-XII კლასების მოსწავლეები;

3. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის ნაბეჭდ გვერდს. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა);

4. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ბეჭდური სახით;

5. კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებით;

6. დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც;

7. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში 2014 წლის 1-დან 31 მარტამდე (შესაძლებელია ტელეფონით რეგისტრაციაც);

8. ნაშრომების წარმოდგენა დაიწყება 2014 წლის 1 აპრილიდან და გაგრძელდება 30 აპრილამდე;

9. კონფერენციის I ტურის გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება 2014 წლის 15 მაისს;

10. 2014 წლის 20, 21, 22 მაისს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება II ტურში გადასული მოსწავლეების  ნაშრომების პრეზენტაცია;

11. 2014 წლის 23 მაისს შედგება გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება;


კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:

 

1. ნამუშევარში გადმოცემული მასალა შეესაბამება კონფერენციის თემატიკას;

2. ნამუშევარი შესრულებულია გამართული ქართული ენით;

3. ნამუშევარში წარმოჩენილია პრობლემა, მისი გადაჭრის გზები და პირადი დამოკიდებულება პრობლემისადმი;

4. ნაშრომში ჩანს მონაწილის პირადი დაკვირვების შედეგი, მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის უნარი.

 

გისურვებთ წარმატებას!


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.


ტელ.: 213 10 88, 595 90 67 90     

ელფოსტა: education@zoo.ge