11 აპრილს თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში შედგა შეხვედრა ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პედაგოგებთან.
შეხვედრას, რომლის თემა გახლდათ „ზოოპარკი – დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი საშუალო სკოლებისთვის“ 15 სკოლის 20 პედაგოგი დაესწრო. თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლებმა პედაგოგებს გააცნეს ზოოპარკის დანიშნულება, მისი საგანმანათლებლო ფუნქცია და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამების პრეზენტაციაც მოაწყეს.