თბილისის ზოოპარკის ბინადარი აზავერების დიდ ოჯახს პატარა, შავი, ფუმფულა ხბო შეემატა. ახალშობილი მშვენივრად გრძნობს თავს და ხალისიანად დაკუნტრუშებს მზრუნველი დედის გვერდით.
აზავერს, ჰიმალაების ალპური მდელოების გუშაგს ინგლისურად იაკს უწოდებენ. მათი განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი თითქმის შავი, გრძელი ბეწვია, რომელიც მთელ სხეულს უფარავთ კუდის ჩათვლით. აზავერის ახალშობილი ხბო დაბადებიდან 10 წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე, 1 წლის ასაკში ანებებს რძის ჭამას თავს და დამოუკიდებელი ხდება. აზავერი მსოფლიო წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა.