თბილისის ზოოპარკში 5 ახალი ლემური დასახლდა
18/04/2014
ჩვენი ლემურების ვოლიერში დიდი ჟრიამულია. ზოოპარკის ბინადრების სიას 5 კატისებრი ლემური (2 მამრი და 3 მდედრი) შეემატა. ახალი ლემურები ძალიან ცნობისმოყვარეები და აქტიურები არიან და სიამოვნებით გეახლებიან მირთმეულ ხილსა და ბოსტნეულს.