ზოოპარკში სიახლე გვაქვს! ბაქოს ზოოპარკიდან ახალი ბინადრები ჩამოგვივიდა საჩუქრად: მდედრი კეთილშობილი ირემი, რომელმაც ჩვენს მამრ კეთილშობილ ირემთან დაიდო ბინა და 10 ხონთქრის ქათამი.
კეთილშობილი ირმის ქვესახეობები გავრცელებულია მთელ დასავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ალჟირში, მაროკოში, მონღოლეთში, ტიბეტსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. კეთილშობილი ირმის ძირითადი ბუნებრივი მტერი მგელია, მაგრამ ყველაზე საშიში მტერი მაინც ადამიანია. დღესდღეობით ამ ირემზე ნადირობა მრავალ ადგილასაა აკრძალული, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ის წითელ ნუსხაშია შეტანილი; თუმცა, ეს აკრძალვა ხშირად ირღვევა.
რაც შეეხება ხონთქრის ქათამს: ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის ფრთების შეფერილობა მუქი ლურჯიდან იისფრამდე ვარირებს, ნისკარტი წითელი აქვთ, ფეხები კი – ნარინჯიფერ-წითელი. ხონთქრის ქათმები მონოგამიური ფრინველები არიან. წყვილი ერთად რჩება რამდენიმე წლის განმავლობაში.