გამწვანების აქცია თბილისის ზოოპარკში
04/05/2014
3 მაისს თბილისის ზოოპარკში ჩატარდა გამწვანების საქველმოქმედო აქცია, რომელიც ზოოპარკის ავტომაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გამიჯვნას ისახავდა მიზნად. აქციის მონაწილეების დახმარებით ტერიტორიაზე წიწვოვანი ტუიას 1300-ზე მეტი ნერგი დაირგო. 
 
აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს. მონაწილეობა, ნერგების დარგვამდე, პირველ რიგში, მათ შეძენას გულისხმობდა. თითო ნერგი 7 ლარი ღირდა. ცოცხალი ღობის შესაქმნელად ტუია სპეციალურად შეირჩა: წიწვოვანი ბუჩქების ერთმანეთში გადახლართული ტოტები მწვანე ბარიერს შექმნის, რაც ლამაზიც იქნება და გარკვეულწილად ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისა და ხმაურისაგან. 
 
თავდაპირველად, აქციაში მონაწილეების რეგისტრაციის ვადა 16 აპრილით განისაზღვრა, თუმცა, ნერგების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ვადა 23 აპრილამდე გაგრძელდა.
 
საბოლოოდ, სხვადასხვა კომპანიების: „ორიფლეიმ ჯორჯია“, „თი ბი სი“ ბანკი, „არქიტექტორები.ჯი“, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“, „ჯეპრა“, „იელი“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლებისა და აქციაში ჩართული ფიზიკური პირების დახმარებით, მოხერხდა ტერიტორიის გამწვანებისთვის აუცილებელი ნერგების საჭირო რაოდენობის მოგროვება. აქციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც შემოუერთდა და ზოოპარკს ტუიას 500 ნერგი გადასცა საჩუქრად. 
 
გამწვანების აქციაში მონაწილე კომპანიებისა და ფიზიკური პირების სია:
 
1. „ორიფლეიმ ჯორჯია“
2. „თი ბი სი“ ბანკი
3. „არქიტექტორები.ჯი“
4. „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“
5. „ჯეპრა“
6. „იელი“
7. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლები 
 
-----
 
1. აბრამია ლალი
2. ბარამიძე რევაზ
3. ბურჭულაძე ნიკოლოზ 
4. გალუაშვილი დავით
5. გასანოვა მადონა 
6. გაჩეჩილაძე ნინო
7. გვათუა ნანა
8. გოშაძე თამაზ
9. გოშაძე მაია
10.გოცირიძე ალექსანდრე
11.გოცირიძე კირა  
12.ებრალიძე ლია
13.ზეიკიძე ქეთი
14.თადუმაძე თორნიკე
15.თავაძე მარიამ
16.თათარაშვილი სოფო 
17.კალაძე მარიამ  
18.კაპანაძე ელენე 
19.კარაპეტიანი ელა
20.კვაშილავა კახა 
21.კობიაშვილი ქეთევან 
22.კორძახია თამაზ
23.კურტანიძე მარინა
24.ლაფერიშვილი თამარ
25.მარხვიშვილი ივანე
26.მატოსოვი კონსტანტინე 
27.მაღალდაძე ოთარ 
28.მემანიშვილი თათია 
29.მესხი ოთარ  
30.მეძმარიაშვილი ელისაბედ
31.მოლოდინაშვილი არჩილ
32.მურვანიძე ნატო
33.მღებრიშვილი ალექსანდრე
34.მღებრიშვილი ნინო 
35.მშველია ანდრია
36.მშველიძე გიორგი 
37.პაპიძე მარიამ 
38.პოკლეპა ელენე
39.საღარაძე ელენე 
40.სვანიძე ნონა
41.სიხარულიძე ივიკო
42.სიხარულიძე მათიკო
43.ტარუღიშვილი შორენა 
44.ქართველიშვილი ეკატერინე 
45.ღარიბაშვილი ალეკო 
46.ღუდუშაური თათია
47.შარიქაძე ნინო 
48.შუხოშვილი მაია
49.ჩიქოვანი გიორგი
50.ჩოხური კირა 
51.ძნელაძე ნინო
52.წიკლაური გიორგი
53.წურწუმია ნათია 
54.ხაბელაშვილი ზურაბ
55.ხვედელიძე რუსუდან