თბილისის ზოოპარკში 4 თეთრი ვეფხვი დაიბადა
05/05/2014
თბილისის ზოოპარკის ბინადარი თეთრი ვეფხვი კამერონი 4 ბოკვერის დედა გახდა! ოთხივე პატარა ჯანმრთელია. ამჟამად დედაც და შვილებიც კარგად გრძნობენ თავს. კამერონი დიდ დროს უთმობს ბოკვერების მოვლას – აჭმევს, ასუფთავებს, ლოკავს და იცავს მათ.