თბილისის ზოოპარკში 3 თეთრი ლომი დაიბადა
07/05/2014

ჩვენი ულამაზესი თეთრი ლომი კლეოპატრა 3 ჯანმრთელი ბოკვერის დედა გახდა. წინა მშობიარობისგან განსხვავებით, ამჯერად სამივეს თავს ევლება, კარგად უვლის და აჭმევს. ცოტა არ იყოს, ვღელავდით, შეძლებდა თუ არა შვილების დაცვას მამის – სემუელისგან. ისიც ხომ იმავე ვოლიერში ცხოვრობს, სადაც ბოკვერები დაიბადნენ... მაგრამ კლეოპატრა საამაყო დედა გამოდგა და ჯერჯერობით შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას.