მედიატურნირი თოკების სათავგადასავლო პარკში
24/06/2014
თბილისის ზოოპარკი მედიის წარმომადგენლებს სათავგადასავლო მედიატურნირზე ეპატიჟება. საქართველოში პირველი თოკების პარკი Activity ჟურნალისტების ტურნირს 5 ივლისს, შაბათს, 12:00 საათზე უმასპინძლებს. გუნდებად გადანაწილებულ მონაწილეებს ხეებს შორის დამონტაჟებული წინააღმდეგობების გადალახვის გარდა ზოოპარკის ტერიტორიაზე დამალული თავსატეხების ამოხსნა და საინტერესო ვიქტორინებსა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობა მოუწევთ. შეჯიბრში გამარჯვებულები სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდებიან. 
 
Activity საქართველოში მსგავსი ტიპის პირველი ობიექტია. ეს არის მხიარული და აბსოლუტურად უსაფრთხო ატრაქციონი ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. თოკების პარკი ჰაერში, 1-დან 7 მეტრის სიმაღლეზე, ხეებს შორის დაკიდული სხვადასხვაგვარი დაბრკოლებების ერთობლიობაა. თოკების, ბადეების, ბეწვის ხიდებისა და ხის მორების კომბინაციით შექმნილი უჩვეულო ატრაქციონი იდეალური ადგილია თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად.
 
ტურნირში მონაწილეობა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია (ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები).
 
ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს 1 ივლისის 15:00 საათისა. 
 
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 595 33 35 72 – მზია შარაშიძე.
 
ჟურნალისტების ტურნირის სპონსორობის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 599 55 52 60 – ირინა ყიასაშვილი.