ზოოპარკში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა
27/06/2014
ჩვენს ეგზოტარიუმში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა. ეს ამ სახეობის ქვეწარმავლის გამრავლების პირველი შემთხვევაა თბილისის ზოოპარკში.
 
როგორც წესი, გველები გამოჩეკისთანავე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. მათ დედა-შვილობის ინსტინქტი არ გააჩნიათ. ახლა პატარა პითონების სიგრძე რამდენიმე სანტიმეტრია. ზრდასრულ ასაკში ისინი სიგრძეში 2,5 მეტრს, ხოლო წონაში დაახლოებით 12 კილოგრამს მიაღწევენ.