მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის დახურვა
30/06/2014

27 ივნისს თბილისის ზოოპარკმა მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა. ზოოპარკის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის თემაზე შექმნილი პლაკატების გამოფენა, მოგვიანებით კი საუკეთესო პლაკატებისა და ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.