ზოოპარკის ახალი ბინადრები
01/07/2014

ეს ქვეწარმავლები ვიეტნამის, ინდოეთის, შრი-ლანკას, ბანგლადეშის, მიანმარის, ტაილანდისა და კამბოჯას ტყეებში, წვრილტოტებიან ხეებში ბინადრობენ. მცენარეებში ჩახლართული ხის მწვანე გველის დანახვა ძალიან რთულია. ისეა შერწყმული გარემოს, თითქმის შეუძლებელია მისი ღეროებისგან გარჩევა. ხის მწვანე გველი შხამიანია, თუმცა მისი შხამი მხოლოდ ხვლიკებისთვისაა სასიკვდილო.