ჩვენი ნებიერა, 6 წლის მამრი სპილო ბუნკა სულ მალე სომხეთში გაემგზავრება. 9 ივლისიდან ის ერევნის ზოოპარკში დაიდებს ბინას. იქ მას უკვე მოუმზადეს ძალიან ლამაზი, დიდი ვოლიერი.
3 ივლისს, ზოოპარკში ბუნკას გასტუმრებისადმი მიძღვნილი „წვეულება“ მოეწყო. ჩვენს ხორთუმას მისი საყვარელი ხილ-ბოსტნეულისგან დამზადებული თაიგულებით მოვურთეთ ვოლიერი. სპილოს სტუმრები, პატარა მეგობრებიც ეწვიენ და საჩუქრებიც მოართვეს – ბანანი, ვაშლი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული. გახარებულმა ბუნკამ სიამოვნებით შეახრამუნა გემრიელი საჩუქრები.