ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა!
23/07/2014
მიეგებეთ ჩვენს უსაყვარლეს ახალშობილს, პაწაწუნა ჰამადრილს! ამ შავქოჩრიანი, ჭკვიანთვალება და გრძელთითება მაიმუნის მოვლაზე დედამ უარი განაცხადა, ამიტომ, პატარის გადასარჩენად მისი ვოლიერიდან გამოყვანა მოგვიწია. ახლა ჩვენი ძიძა ევლება თავს, საწოვარადან აჭმევს, კალათში აძინებს სათამაშოებთან ერთად და ციცქნა პამპერსებსაც უცვლის.
 
ჰამადრილები, ეს გასაოცარი ცხოველები, მათი გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ