ზოოპარკების მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი თბილისის ზოოპარკს ეწვია
09/10/2015

თბილისის ზოოპარკში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ზოოპარკების მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი (Erik van Vliet). ბატონმა ერიკმა საკუთარი ინიციატივით, სრულიად უანგაროდ გადაწყვიტა ჩვენი დახმარება, ჩათვალა რა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ახლა განსაკუთრებულად სჭირდებოდა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ზოოპარკს. ამჟამად ზოოპარკში იმყოფება და უკვე ესკიზების შექმნითაა დაკავებული; ცდილობს გაგვიზიაროს თავისი პროფესიული გამოცდილება და ახალი, თანამედროვე დიზაინის ვოლიერების შექმნაში დაგვეხმაროს როგორც არსებულ, ისე – ახალ ტერიტორიაზე.

ერიკ ფონ ფლიტი 21 წელია ზოოპარკების დიზაინერია. მისი დიზაინითაა აგებული საუკეთესო ვოლიერები როგორც ევროპის, ისე სამხრეთ ამერიკისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკებში, მათ შორის: Amersfoort Zoo, Beekse Bergen, Bird Park Avifauna, Dierenrijk, Zodiac Zoos, Gaia Zoo (ჰოლანდია), Antwerp Zoo, Planckendael (ბელგია), Allwetterzoo Munster, Zoo Magdeburg (გერმანია), Knowsley Safari Park (ინგლისი), Ramat Gan (ისრაელი) და სხვა.

ერიკ ფონ ფლიტი თბილისში 14 ოქტომბრამდე დარჩება.