ზოოპარკში 3 თეთრი ვეფხვი დაიბადა!
28/10/2014

ზოოპარკში სასიხარულო ამბავი გვაქვს! ჩვენი თეთრი ვეფხვი, კამერონი 3 ვარდისფერცხვირიანი, ღუნღულა ბოკვერის დედა გახდა! პატარები ჯანმრთელები და აქტიურები არიან, კამერონიც კარგად გრძნობს თავს; ძუძუს აჭმევს, ლოკავს, ასუფთავებს და თავს ევლება შვილებს. პირველ დღეებში დედისა და ახალშობილების ზედმეტად შეწუხებას ვერიდებით, ამიტომ პატარების სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ შევძელით.