„სქესობრივი გადარჩევა“ – ლექცია ზოოპარკში
28/11/2014
თბილისის ზოოპარკისა და „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში, 1 ნოემბერს, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის ლექცია, სახელწოდებით „სქესობრივი გადარჩევა“.

პრეზენტაცია/დისკუსია ეხებოდა ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მისი წარმომადგენლების ქცევით თუ სხვა „საოცრებებს“, რომლებიც ახსნილი იყო სქესობრივი გადარჩევისა და ქცევის მემკვიდრეობით გადაცემის საკითხების განხილვით. 

მიმდინარე წლის ბოლომდე ზოოპარკში ლევან ბუთხუზის კიდევ 4 ლექცია-პრეზენტაცია ჩატარდება. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 14 წლის ასაკიდან. დასწრება თავისუფალია.