გადაარჩიე ნაგავი – გადაარჩინე ბუნება
03/11/2014
თბილისის ზოოპარკისა და Coop Georgia Recycling-ის ერთობლივი პროექტი:
 
გადაარჩიე ნაგავი – გადაარჩინე ბუნება.
 
ზოოპარკში, მეორადი გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (15 ნოემბერი), Coop Georgia Recycling-ის მიერ მოწოდებული მინის, პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების ურნები დაიდგა.
 
Coop Georgia Recycling – ეს არის სოციალური წამოწყება, რომელიც მიმართულია თბილისში ნარჩენების გადამუშავების სისტემის შექმნაზე. Coop Georgia 2012 წელს, თბილისის მცხოვრებლებმა დააარსეს. ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ადამიანებმა ყოველგვარი წინაპირობისა და რესურსის გარეშე შექმნეს ნარჩენების გადამუშავების სისტემა, რომელიც ამჟამად ემსახურება 50 ბიზნესცენტრს, ორგანიზაციასა და სკოლას. ორგანიზაციის მიზანია განავითაროს ნარჩენების გადამუშავების მომსახურება და ამით გააუმჯობესოს გარემო საქართველოში.