„ძირითადი ინსტინქტი“ – ლექცია ზოოპარკში
09/10/2014
22 ნოემბერს თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის მორიგი ლექცია ჩატარდა, სახელწოდებით „ძირითადი ინსტინქტი“. 
 
პრეზენტაცია/დისკუსია ეხებოდა ფაუნის სახეობათა გამრავლების ინსტინქტებს და მათზე დაფუძნებულ უცნაურ და საინტერესო ქცევებს, რომლებიც განხილული იყო ევოლუციურ ჭრილში და გაეცა პასუხი კითხვას: რატომ ხდება ყოველივე ეს ასე უცნაურად და საინტერესოდ?  
 
ლევან ბუთხუზის ლექციები თბილისის ზოოპარკისა და „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში ტარდება.