„ტყის კვირეულის“ დახურვა თბილისის ზოოპარკში
05/11/2014

23 ნოემბერს თბილისის ზოოპარკში WWF-ის ინიციატივით ორგანიზებული „ტყის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ზოოპარკის ტერიტორიაზე წიწვოვანი და სხვადასხვა ფოთლოვანი ხეების 50 ნერგი დაირგო. პატარებისთვის ჩატარდა ეკოგაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც, მოსულ სტუმრებს სპეციალისტმა გააცნო, თუ როგორ ხდება ნერგის დარგვა, მისი მოვლა, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ხეს, მცენარეებსა და ტყეს. ზოოპარკში დიდი, საყვარელი პანდებიც მობაჯბაჯდნენ. მათთან ერთად ბავშვებს „ქუჩის თეატრის“ მსახიობები – ოჩოფეხებიანი მასხარები და ანიმატორები ართობდნენ