თბილისის ზოოპარკისა და კომპანია „სილქნეტის" პროექტის, „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივის „ველური ბუნება და ჩვენ“ ფარგლებში, 29 ნოემბერს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის მორიგი ლექცია, სახელწოდებით: „გენი თუ გარემო?“. რა განსაზღვრავს კომპლექსურ ქცევებს ცხოველსა და ადამიანში? მემკვიდრეობით გადაცემა ისინი თუ დასწავლით? რამდენად ფართო და ყოვლისმომცველი შეიძლება იყო გენის გამოვლინება – ქართული გენი: მეტაფორა, სისულელე თუ რეალობა?
მიმდინარე წლის ბოლომდე ზოოპარკში ლევან ბუთხუზის კიდევ 2 ლექცია ჩატარდება.