თბილისის ზოოპარკის განცხადება ვეფხვების ვოლიერთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
10/12/2014
9 დეკემბერს, 17:30 საათზე 2-მა ახალგაზრდამ მტაცებლების ვოლიერის დამცავი ბარიერი გადალახა და აკრძალულ ტერიტორიაზე შეაღწია. ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნების მიუხედავად, ისინი დასაშვებზე ახლოს მიუახლოვდნენ ვეფხვების ვოლიერს. შედეგად, ვეფხვმა ვოლიერის შიგნიდან, თათით ერთ-ერთი ახალგაზრდისთვის ფეხის დაზიანება შეძლო.   
 
ახალგაზრდის გადარჩენა ზოოპარკის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. დაშავებული თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ახალგაზრდას ფეხი აქვს დაზიანებული. ექიმების განცხადებით ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
თბილისის ზოოპარკი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაემორჩილეთ ზოოპარკში ქცევის წესებს, მიაქციეთ ყურადღება ტერიტორიაზე განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ნუ გადალახავთ დამცავ ბარიერებს და ნუ მიუახლოვდებით ცხოველებს დასაშვებზე ახლოს. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!