ყურადღება, ყურადღება!
ახლოვდება 14 თებერვალი, ვალენტინობის დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკი გთავაზობთ ფოტოკონკურსში მონაწილეობას.
ფოტოკონკურსის პირობები:
13 თებერვლის ჩათვლით გადაუღეთ რომანტიკული, სახალისო და საინტერესო ფოტოები ზოოპარკის ქვემოთ მითითებულ ბინადრებს:
1. ჰამადრილები;
2. სპილოები _ გრანდი და მალკა;
3. თეთრი ლომები _ სემუელი და კლეოპატრა;
4. აფრიკული პინგვინები;
5. მონოკლის კობრები.
დაიმეგობრეთ თბილისის ზოოპარკის ოფიციალური Facebook გვერდი (www.facebook.com/TbilisiZoo), გამოგზავნეთ ფოტოები პირად შეტყობინებაში და მიუთითეთ ფოტოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გვერდზე შეიქმნება 5 კატეგორიის 5 ალბომი, სადაც აიტვირთება გამოგზავნილი ფოტოები.
თითოეულ კატეგორიაში თითო საუკეთესო ფოტო გამოვლინდება. გამარჯვებული გახდება ის 5 ნამუშევარი, რომელიც 13 თებერვლის 15:00 საათამდე მოწონებების (Like-ების) მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს.
გამარჯვებულები 14 თებერვალს ექსკლუზიური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
არ დაიზაროთ, მიიღეთ მონაწილეობა ამ სახალისო ფოტოკონკურსში, ან ჩართეთ ის ადამიანები, ვისაც კარგი ფოტოების გადაღება შეუძლია და ვისი ნამუშევრებიც კონკურსში გამარჯვებას იმსახურებს!
გისურვებთ წარმატებას!