მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“
21/03/2017

საქართველოს სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების საყურადღებოდ!

2017 წლის 22-24 მაისს, მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრში ტარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.

კონფერენციის მიზანია:

• მოზარდთა ეკოლოგიური განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება, ინფორმირება და ჩართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში;
• მოზარდებში დადებითი, კეთილშობილური ქცევის სტიმულირება ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლების მიმართ;
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2017 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა:

„კლიმატის ცვლილება და ცოცხალი სამყარო“

კონფერენციის წლევანდელი თემა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს:

• მოიძიონ ინფორმაცია დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით;
• განიხილონ კლიმატის ცვლილებების ისტორია და შეაფასონ თანამედროვე მდგომარეობა;
• იმსჯელონ კლიმატის ცვლილებების  მიზეზებსა და შედეგებზე;
• განსაზღვრონ ადამიანის როლი სათბური გაზების ემისიისა და ატმოსფეროს დაბინძურების პროცესში;
• მოძიებულ ინფორმაციაზე, ან საკუთარი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით შეაფასონ კლიმატის ცვლილების გავლენა დედამიწის ბიომრავალფეროვნებაზე.

ამგვარი მიდგომა დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს:

• ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევასა და რეალისტურ შეფასებაში;
• კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
• საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ქცევის ჩამოყალიბებაში.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

მონაწილეთა ასაკი:

• V-XII კლასის მოსწავლეები.

ნაშრომის წარდგენის პირობები:

1. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრის შინაარსი უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას;
2. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით (შრიფტი: Sylfaen; ზომა: 12);
3. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის გვერდს;
4. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (ნაშრომის მოკლე მიმოხილვა).

კონფერენციის საორგანიზაციო ნაწილი:

• კონფერენცია ტარდება ორ ტურად;
• კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში 2017 წლის 20 აპრილამდე (შესაძლებელია ტელეფონით რეგისტრაციაც);
• რეგისტრაციისას მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია;
• ნაშრომები მიიღება 2017 წლის 20 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით;
• კონფერენციის II ტურში გადასულთა სია გამოქვეყნდება 2017 წლის 15 მაისს;
• 2017 წლის 22, 23, 24 მაისს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში შედგება II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაცია;
• კონფერენციის II ტური ფასიანია. გადასახდელი თანხა შეადგენს 10 (ათი) ლარს. თანხა გროვდება კონფერენციის საპრიზო ფონდში;
• გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, მითითებულ ანგარიშზე:

საბანკო რეკვიზიტები:

ა.(ა).ი.პ. „თბილისის ზოოლოგიური პარკი“
SWIFT code: TRESGE22
სახაზინო ანგარიში: 741897499

დანიშნულება: მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის საფასური.

• ნაშრომების პრეზენტაციისას წარმოდგენილ უნდა იქნას თანხის გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაშრომი არ განიხილება;
• ქვითარზე მითითებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი და გადახდის დანიშნულება.

შენიშვნა: სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი საბუთის წარმოდგენა).

II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი:

• 22 მაისი, 14:00 საათი: V-VI კლასის მოსწავლეები;
• 23 მაისი, 14:00 საათი: VII-VIII კლასის მოსწავლეები;
• 24 მაისი, 14:00 საათი: IX-XII კლასის მოსწავლეები.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 1 ივნისს, 14:00 საათზე.

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.

ტელ.: 213 10 88, 595 90 67 90
ელფოსტა: education@zoo.ge